მატს ჰუმელსი დორტმუნდის ბორუსიაში დაბრუნდა

მატს ჰუმელსი დორტმუნდის ბორუსიაში დაბრუნდამიუნხენის ბაიერნის აწ უკვე ყოფილი მცველი მატს ჰუმელსი მომავალ სეზონში კარიერას დორტმუნდის ბორუსიაში გააგრძელებს. ჰუმელსი ბორუსიასთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ტრანსფერი დორტმუნდელებს 33 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

შეგახსენებთ რომ ჰუმელსი 2016 წლამდე ბორუსიას ფეხბურთელი იყო და მაშინ მის ბაიერნში ტრანსფერს დიდი ხმაური მოყვა. საინტერესოა თუ როგორ მიიღებს ბორუსიას გულშემატკივარი უკან დაბრუნებულ მატს ჰუმელს, რომელსაც ისინი რამდენიმე წლის მოღალატეს ეძახდნენ.