მაურისიო სარიმ იუვენტუსზე ისაუბრა

მაურისიო სარიმ იუვენტუსზე ისაუბრაიუვენტუსის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ იუვენტუსზე ისაუბრა და თქვა, რომ ის მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც ტურინულ გუნდში მუშაობას დაიწყებს. სარიმ აღნიშნა, რომ მისთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ის მზად არის სამუშაოდ:

”ჩელსიში ძალიან ძლიერ ფეხბურთელებთან ვმუშაობდი, მაგრამ იუვენტუსში კრიშტიანო რონალდუსთან ერთად ვიმუშავებ, რაც ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა. მე ვაპირებ ფეხბურთელებს ჩემი თამაშის ფსიქოლოგია ავუხსნა და იმედი მაქვს, რომ ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებთ”.