“მე არ ვამტკიცებ, რომ ჩემი შვილი „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია” – რას ყვება ინგა ბურდული

"მე არ ვამტკიცებ, რომ ჩემი შვილი „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია" - რას ყვება ინგა ბურდული„დაკითხვაზე რომ ვიყავი დავრწმუნდი და გამოვრიცხავ, რომ ეს იყო „ლურჯი ვეშაპი“. ბავშვი არის ეკლესიური, ეზიარება და გამორიცხულია, რომ რაღაც დაელია და თავი მოეკლა“, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ 14 წლის მოზარდის დედამ, ინგა ბურდულმა განუცხადა.

დედის თქმით, შვილმა პარასკევს ფსიქოლოგის დახმარება ითხოვა – დედიკო, დეპრესიაში ვარ და ფსიქოლოგის დახმარება მჭირდებაო.

ბურდულის თქმით, გოგონას დაჰპიდა, რომ წაიყვანდა.

„ბოლო დროს შეიცვალა, გარდატეხის ასაკს ვაბრალებდი. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს არის „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლი. ეს არის ძალიან უცნაური რაღაც და ძალიან მაინტერესებს. მე ვარ გამწარებული დედა, რომელსაც შვილი კომატოზოიდურ მდგომარეობაში ჰყავს. ექიმები ამბობენ, რომ მოწამლულია, იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ანევრიზმა ხომ არ იყო. ესეც გამოირიცხა. ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო. დამპირდნენ რომ გამოიძიებენ და ყველაფერს გააკეთებენ, არ გაკეთებას არავის ვაპატიებ“, – თქვა მოზარდის დედამ.

14 წლის გოგონა საავადმყოფოში 9 ივნისს შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი