მილანი ევროპის ლიგიდან მოკვეთეს

მილანი ევროპის ლიგიდან მოკვეთესმილანი უეფამ ევროპის ლიგიდან მოკვეთა და ამის მიზეზი  ფინანსური ფეირპლეი გახდა. მილანი სავარაუდოდ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, თუმცა მათ გამარჯვების დიდი შანსი არ აქვთ.

მილანის ადგილს ევროპის ლიგაზე სავარაუდოდ ტორინო დაიკავებს, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მე-7 პოზიციაზე დაასრულა. სეზონის ბოლოს მილანი მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ დატოვა და მისი ადგილი მარკო ჯამპაოლომ დაიკავა. მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მიზანი ისევ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა იქნება.