“მკვლელი ნ…იაა” – რა დაწერა 18 წლის თამარ მოდებაძემ თვითმკვლელობის წინ – დედის მონაყოლი

“მკვლელი ნ...იაა” - რა დაწერა 18 წლის თამარ მოდებაძემ თვითმკვლელობის წინ - დედის მონაყოლიბათუმში, 18 წლის თამარ მოდებაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გარდაცვლილი გოგონას დედა შორენა კახნიაშვილი “პრაიმტაიმთან” ყვება, რომ მისი შვილის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა შეყვარებულთან უთანხმოებას უკავშირდებოდეს. ის პოლიციას დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს. დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ძალადობის, ან შანტაჟის მსხვერპლი იყოს.

,,ჩემი შვილი კამათის, შიშის ან დაძალების ფონზე არის თვითმკვლელობამდე მისული, მისი ნივთების დათვალიერებისას ვნახე ფურცელი სადაც ეწერა ასეთი  რამ – “მკვლელი ნ…იაა”. ეს ნაწერი და ჩემი შვილის მობილური პოლიციას გადავეცი, დაკითხონ მისი შეყვარებული და გაარკვიონ რა მოხდა სინამდვილეში”, – აცხადებს გარდაცვლილის დედა “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

პრაიმ ტაიმი