მოურინიომ შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროს

მოურინიომ შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები ჩაიბაროსბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ტიტეს თანამდებობიდან გაანთავისუფლებენ, თუ მან კოპა ამერიკა ვერ მოიგო. გავრცელებული ინფორმაციით ბრაზილიაში უკვე ჰყავთ შერჩეული ტიტეს სავარაუდო შემცვლელი და ის ჟოზე მოურინიოა, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედიდან წამოსვლის შემდეგ ისევ თავისუფალია.

მოურინიოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ასეთ შემოთავაზებაზე ის სავარაუდოდ უარს არ იტყვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოურინიოს ნაკრები არასოდეს გაუწვრთნია თავის სამწვრთნელო კარიერაში.