მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობსდღეს პარლამენტის შუალედური არჩევნებია. მეორე ტურში მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატი მონაწილეობს: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.31-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.

ამომრჩევლები ხმას იმავე საარჩევნო უბანზე აძლევენ, რომელიც მათთვის 19 მაისის არჩევნებისთვის გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი – 36,83% .