მიხეილ სააკაშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამხედრო აღრიცხვაზე დადგა, ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით ის მზადაა უკრაინა იარაღით ხელში დაიცვას:
„გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე, შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს და გამოსადეგი ვარ სამხედრო სამსახურისთვის, ასე რომ მზად ვარ იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა“- წერს მიხეილ სააკაშვილი და ასევე სამედიცონო სფეროს წარმომადგენლების დაბალ ანაზღაურებაზე და არასახარბიელო პირობებზე საუბრობს.

