ნაზი ჯანეზაშვილი – მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლეებს აშინებს

ჩვენ უკვე ვიცით, რომ მიხეილ ჩინჩალაძე აშინებს მოსამართლეებს. ისიც ვიცით, რომ სასამართლოს ლიდერობაზე პრეტენზია აქვს ლევან მურუსიძეს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯამეზაშვილმა ჟურნალისტებს სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე აქციაზე განუცხადა, სადაც დღეს 20 ივნისის ღამეს აქციაზე დაკავებულთა სააპელაციო საჩივრების განხილვა გაგრძელდება.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, აქციაზე დაკავებულთა სარჩელები სასამართლოში არასამართლიანად განიხილება, რის გამოც მოსამართლეების მიმართ გარკვეული ტიპის კითხვებიც ჩნდება.

„ვნახეთ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციები და ის ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებულებს იცავენ, ამბობენ, რომ სასამართლოს მხრიდან ინდივიდუალური მიდგომა იყო პრობლემა. საქმეებს, საერთო პრინციპით იხილავდნენ. ამ შემთხვევაში, პატიმრობას უფარდებდნენ ადამიანებს არა ინდივიდუალური შემთხვევიდან და გარემოებებიდან გამომდინარე. ამიტომ, კითხვები ჩნდება ჩემი მხრიდან, ხომ არ იყო ზეწოლა მოსამართლეებზე და ხომ არ იყო რაიმე დავალებების გაცემა მოსამართლეებზე.

მოსამართლეები უნდა გამოვიდნენ და ღიად ისაუბრონ თუკი, მათზე იყო რაიმე დევნა და რაიმე დავალებები გაცემული. ჩვენ დავუდგებით მათ გვერდით. ჩვენ უნდა გვემსახუროს მოსამართლე, ხალხს უნდა ემსახუროს“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019