ნეიმარი ბარსელონაში დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს

ნეიმარი ბარსელონაში დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებსპსჟ-ს ბრაზილიელ ფორვარდს ნეიმაქრს ძალიან უნდა ბარსელონაში დაბრუნება და ის ამისთვის ყველაფერს აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნეიმარი თანახმაა რომ ბარსელონაში ნაკლები გასამრჯელო აიღოს, ვიდრე პსჟ-ში და ასევე ხმამაღლა თქვას რომ მას ბარსელონაში დაბრუნება სურს.

ნეიმარი რამდენიმე ყოფილ თანაგუნდელს შეეხმიანა და თავისი სურვილის შესახებ აცნობა. ბარსელონა მზად არის პსჟ-ს კოუტინიო დაუთმოს და 100 მილიონი ევრო გადაუხადოს ნეიმარის ტრანსფერში. პსჟ-ს ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.