ნინო ლომჯარია – “ლევან ვასაძეს პოლიციამ უნდა მიხედოს, მის არაეთიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”

ნინო ლომჯარია - "ლევან ვასაძეს პოლიციამ უნდა მიხედოს, მის არაეთიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ"ლევან ვასაძის არაკორექტულ და არაეთიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ტიპის ადამიანებთან და დაჯგუფებებთან ურთიერთობა ნამდვილად არის სამართალდამცველი უწყებების კომპეტენცია, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებას, საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან დაკავშირებით.

„რამდენიმე დღის წინ სწორედ მისგან მოვისმინეთ სახელმწიფო წესრიგის და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც წარმოადგენენ გამოძიების დაწყების საფუძველს. ჩემი რჩევა იქნება, ამ საკითხებზე იმუშაონ სამართალდამცველებმა, ეს არ არის სახალხო დამცველის კომპეტენცია. ამ ტიპის ადამიანებთან და დაჯგუფებებთან ურთიერთობა ნამდვილად არის სამართალდამცველი უწყებების კომპეტენცია”,- განაცხადა ლომჯარიამ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ დღეს განცხადება გააკეთა ელჩების მისამართით და მოუწოდა მათ თავი დაანებონ საქართველოს.

„ჩვენო ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ თქვენი ამერიკელი პატრონების დავალებას – დაგვანებეთ თავი იმიტომ, რომ გენგრევათ თავზე ევროპა. წადით და მიხედეთ მას. ჩემმა მტერმა იარა თქვენი გზით, რომლითაც თქვენ დადიხართ ბოლო 30-40 წელია. როდესაც დაუბრუნდებით ნამდვილ ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც არის პეტრესი და პავლესი, რომლებმაც შექმნეს ის ევროპა, მაშინ შეგვეხმიანეთ“, – განაცხადა ვასაძემ.

იპნ