ნუკრი ქანთარია პოლიტიკიდან მიდის – ”ახალ პარლამენტში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ”

ნუკრი ქანთარია პოლიტიკიდან მიდის - ”ახალ პარლამენტში ჩემს ადგილს ვერ ვხედავ”ნუკრი ქანთარია პოლიტიკიდან მიდის. ყოველ შემთხვევაში, ქანთარია ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში ყოფნის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ბუნებრივია, განახლება იქნება, ოღონდ ახალი ხალხი ვისაც ჩაანაცვლებს, იმათ, რა თქმა უნდა პერსპექტივით უნდა ჯობდეს კიდეც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნდი დაიშლება. ვინც არ იქნება ისინიც მიიღებენ პარტიაში, მუშაობის საშუალება ექნებათ.

მე მაგალითად, პირადად ჩემს საჭიროებას ვეღარ ვხედავ ამ ეტაპზე მომავალ პარლამენტში. დასაბუთება უნდა, რატომ და გააჩნია, როგორი პოლიტიკური ამინდი იქნება,“ – ამბობს ქანთარია.

ნიუპოსტი