“ოცნების” უმრავლესობა გახარიას გადადგომას ითხოვს

"ოცნების" უმრავლესობა გახარიას გადადგომას ითხოვსდიდი დაპირისპირება „ოცნებაში“ – გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის უმრავლესობა ითხოვს, რომ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს, თუმცა გუნდის მოთხოვნის მიუხედავად, „ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს, რომ გახარიას შეელიოს. ამასთან, ამბობენ, რომ გახარიას მხარს უჭერს არჩილ თლაკვაძეც, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის შემცვლელად მოიაზრება.

„ოცნების“ ოფისში დღევანდელ პოლიტსაბჭოზეც, სავარაუდოდ, ამ თემზე იქნებოდა მსჯელობა.

ნიუპოსტი