რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, ირაკლი ნადირაძე, „ევროპული საქართველოს” ლიდერები გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებს სიტყვით აქციის სპიკერი მიშა მშვილდაძე მიმართავს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
როგორც მშვილდაძე აცხადებს, მოთხოვნა შეუცვლელია, დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ამისთვის ვადას დღის ბოლომდე აძლევენ. ისინი ასევე ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას და იმ პოლიციელებია დასჯას, რომლებიც ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ.
მშვილდაძის განცხადებით, ისინი მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასაც ითხოვენ.
რუსთაველის გამზირი ამ ეტაპზე გადაკეტილი არ არის.
იპნ

