ფელიპე კოუტინიო: ”იმედია ბარსელონაში დავრჩები”

 

ფელიპე კოუტინიო: ”იმედია ბარსელონაში დავრჩები”ბრაზილიის ნაკრების და ბარსელონას ფორვარდმა ფელიპე კოუტინიომ განაცხადა რომ მან ზუსტად არ იცის მომავალ სეზონში სად გააგრძელებს კარიერას, მაგრამ იმედი აქვს, რომ ბარსელონაში დარჩება:

”ჯერჯერობით მხოლოდ ბრაზილიის ნაკრებზე და კოპა ამერიკაზე ვფიქრობ, თუმცა ზაფხულში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს. ზუსტად არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას, მაგრამ ბარსელონადან წასვლა არ მინდა. მსურს რომ ყველას ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები”.

კოპა ამერიკაზე კოუტინიომ უკვე შეძლო ორი გოლის გატანა და მან ეს ბოლივიის ნაკრების წინააღმდეგ გააკეთა.