ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ფერნანდო ტორესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულალეგენდარულმა ესპანელმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა 35 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ტორესმა თავისი ბოლო სეზონი ჩინეთში ჩაატარა. კარიერის მანძილზე ფერნანდომ არაერთი ტიტული მოიგო და ცნობილი ატლეტიკოში თამაშით გახდა, ხოლო 2007 წელს კი ტორესი ლივერპულში გადავიდა და დღემდე ამ გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება.

ლივერპულის შემდეგ ტორესმა ბედი ჩელსიში სცადა, სადაც 2012 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჩელსიდან ფერნანდო თავის მშობლიურ ატლეტიკოში დაბრუნდა.