პოლ პოგბა შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს

მანჩესტერ იუნაიტედის ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოგბას მანჩესტერიდან წასვლა სურს და იუვენტუსთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. თავის მხრივ ტურინელები მზად არიან ამ ტრანსფერში 160 მილიონი ევრო გადაიხადონ.

იუვენტუსის გარდა პოგბას შეძენა რეალსაც სურს და ფრანგი ფეხბურთელი სავარაუდოდ არჩევანს ამ ორ გუნდს შორის გააკეთებს. შეგახსენებთ რომ მანჩესტერ იუნაიტედში პოგბა 2016 წელს გადავიდა, მანამდე კი ის იუვენტუსის ღირსებას იცავდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი