პოლ პოგბა: ”თურქეთთან საშინლად ვითამაშეთ”

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა პოლ პოგბამ განაცხადა რომ მისმა გუნდმა თურქეთის წინააღმდეგ საშინლად ითამაშა და დამსახურეულად წააგო. პოგბას აზრით ასეთი ცუდი თამაში საფრანგეთის ნაკრებს დიდიხანია არ უჩვენებია:

”ასეთი რამ არ უნდა დაგვმართნოდა. არ ვიცი ეს რატომ მოხდა, მაგრამ საშინლად ვითამაშეთ და მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ და მომავალ შეხვედრებში ვაჩვენოთ რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ”. თურქეთმა საფრანგეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი