პოროშენკო უკრაინელებს – ”დასასვენებლად აუცილებლად წადით საოცარ და მზიან საქართველოში!”

პოროშენკო უკრაინელებს - ”დასასვენებლად აუცილებლად წადით საოცარ და მზიან საქართველოში!”უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი, ევროპული სოლიდარობის პარტიის ლიდერმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა უკრაინელებს, რომ სამოგზაუროდ საქართველოში ჩავიდნენ. პოროშენკო ასევე მიმართავს უკრაინის ხელისუფლებას, რათა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველო გრუზიას ნაცვლად საქართველოდ მოიხსენიონ.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი, მთლიანად სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ. საქართველოს მიმართ, რომელიც იბრძვის რულის აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ.

კრემლი საქართველოს მიმართ იგივე მეთოდებს მიმართავს, რაც მან უკრაინის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა. ოფიციაურ მოსკოვს სურს ეკონომიკურად შეასუსტოს ქვეყანა, სწორედ ამიტომ, მან დაბლოკა ფრენები და ცდილობს, ტურისტულ სფეროზე თავდასხმით, დარტყმა მიაყენოს ქართულ ეკონომიკას.

ჩვენ, უკრაინელები, არასდროს ვტოვებთ გასაჭირში ჩვენს მეგობრებს!

სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო უკრაინელ ხალხს, თუ გეგმავთ დასვენებას, აუცილებლად წადით საოცარ და მზიან საქართველოში. ქართველი ხალხი გაგაოცებთ თავიანთი სტუმართომყვარეობით.

მივმართავ და მოვუწოდებ უკრაინის მთავრობასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უზრუნველყონ საჰაერო ნავიგაციისა და აეროპორტის მოსაკრებლის ფასდაკლებები ავია-რეისებისთვის უკრაინა-საქართველო- უკრაინის მიმართულებით. ავიაკომპანიებს ამ შემთხვევაში შეეძლებათ ფასი დაწიონ ბილეთებზე.

და ბოლოს, ჩვენ არაერთი კონსულტაცია გვქონია ამ თემაზე და ახლა, დადგა დრო, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტომ დაიწყოს მოლაპარაკებები და ოფიციალურად შეცვალოს სახელწოდება Грузия სახელწოდებით საქართველო.

მნიშვნელოვანია, გვერდით დავუდგეთ ქვეყანას, რომელიც, ჩვენ მსგავსად, წლებია იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, გვერდით დავუდგეთ საქართველოს! – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ნიუპოსტი