პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა – დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლის

პრემიერმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა - დავით სერგეენკოს ეკა ტიკარაძე შეცვლისსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა.

განცხადება ცოტა ხნის წინ მთავრობის მეთაურმა გააკეთა.

პრემიერმა დავით სერგეენკოს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში საჭიროა ახალი რეფორმები, რომლის გატარებაც იგეგმება.

რაც შეეხება ეკა ტიკარაძეს ის საჩხერის კლინიკის დირექტორია. 2015 წლამდე ევროპაში მოღვაწეობდა.

სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.