“პრობლემა არის ხელოვნურად თავსმოხვეული და მიზნად ისახავს, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი”- ბახტაძე ბოლო დღეების მოვლენებზე

"პრობლემა არის ხელოვნურად თავსმოხვეული და მიზნად ისახავს, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი"- ბახტაძე ბოლო დღეების მოვლენებზემთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრი ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ბახტაძის თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

ბახტაძემ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დროს სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ პოლიციამ შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა:

“მე განსაკუთრებული მადლობა მინდა ჩვენს პოლიციელებს გადავუხადო, ვინაიდან მათ შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა.” – განაცხადა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, მისი როგორც რიგითი მოქალაქის შთაბეჭდილებაა, რომ პროცესები ხელოვნურად არის მართული და ქართულ საზოგადოებაზე თავსმოხვეული, იმისთვის რომ ქვეყანაში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. როგორც ბახტაძემ აღნიშნა ქვეყანას აქვს ვალდებულება რომ დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება:

„მოგეხსენებათ, რომ შსს-მ შესაბამისი მუხლით დაიწყო ამ საკითხის გამოძიება და ბუნებრივია, იგივე მიდგომა ექნება ნებისმიერი სხვა საკითხის მიმართ, სადაც შესაძლოა, გამოჩნდეს კანონის დარღვევის ნიშნები. მსურს, გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ეს ვნებათაღელვა. საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, ის გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება-ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად თავსმოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული. ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ამას უზრუნველვყოფთ. პრობლემები და გამოწვევები რაც საქართველოში, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე. სჯობს, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული. საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი ისევე, როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება და სახელმწიფო ინსტიტუტები ამას ახორციელებენ ძალიან მაღალ დონეზე“- განაცხადა პრემიერმა.