პსჟ ნეიმარით უკმაყოფილოა და მის გაყიდვაზე ფიქრობს

პსჟ ნეიმარით უკმაყოფილოა და მის გაყიდვაზე ფიქრობსპსჟ-ში ნეიმარის მუდმივი ტრავმებით და მისი საქციელით უკმაყოფილოები არიან და მის გაყიდვაზეც ფიქრობენ. პსჟ-ს პრეზიდენტმა საჯაროდ გააკრიტიკა პსჟ-ს რამდენიმე ფეხბურთელი და თქვა რომ მათი ვარსკვლავური კაპრიზების ატანას არ აპირებს. სავარაუდოდ ამ ფეხბურთელებში ნეიმარიც იგულისხმებოდა.

პრობლემა იმაშია, რომ ნეიმარის სატრანსფერო ფასი 300 მილიონია და ამ თანხის გადახდას ჯერჯერობით არცერთი გუნდი არ აპირებს. საუბარია ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნებაზეც, მაგრამ კატალონიური გუნდი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.