ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა – 3 ადამიანი დაიღუპა

ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა - 3 ადამიანი დაიღუპაცოტა ხნის წინ ყაზბეგში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყაზბეგის მერის მოადგილემ თამაზ ალიბეგაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ვერტმფრენი სასტუმრო „რუმსს“ ეკუთვნოდა. დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელი.

კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

„დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” კუთვნილი ვერტმფრენი – ე.წ. “ყანების ტერიტორიაზე”, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, – აღნიშნავენ უწყებაში.