ქუთაისში ბინის აფეთქებისას დაშავებული 33 წლის ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში ბინის აფეთქებისას დაშავებული 33 წლის ქალი გარდაიცვალაქუთაისში ავტოქარხნის ქუჩაზე ბინის აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებული დღეს დილით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა.

ამის შესახებ Imedinews-ს ექიმმა გიორგი აბესაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილი ქალი 33 წლისაა. ასევე მძიმეა სახლის დაწვაში ეჭვმიტანილის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში ორი დაშავებული რჩება, ერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით სტაბლურია.

ერთ-ერთი ვერსიით, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი მიზანმიმართულად გააჩინეს, რასაც აფეთქება მოჰყვა.

როგორც ტაქსის მძღოლი ჰყვება, ის 30 წლამდე კაცმა გააჩერა და ქუთაისის მიმართულებით წაყვანა სთხოვა. გზაში მან საწვავი შეიძინა და ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში მივიდა. მძღოლი იხსენებს, რომ მგზავრმა მას სთხოვა დალოდებოდა და მგზავრობის საფასურს გადაუხდიდა. სახლში ასვლიდან დაახლოებით 3 წუთში კი აფეთქების ხმა გაისმა, რის შედეგადაც ტაქსის მძღოლის მანქანაც დაზიანდა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე კაცი რუსეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ შემთხვევის დროს სახლში დედა, დეიდაშვილი და კიდევ 2 ნათესავი იყო, მათ შორის არასრულწლოვანიც.

ირაკლი კანკიამ დედის, ნანა ბერიას, ბინა ააფეთქა – რა მოხდა ქუთაისში