პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნების“ თავმჯდოამრე დაუშვებლად მიიჩნევს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის მიერ პარლამენტში სხდომის წაყვანას. მისი თქმით სწორედ მისი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა:
„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“.- ნათქვამია განცხადებაში.

