რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს შორის, ადვოკატი ბექა ბასილაიაც არის

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს შორის, ადვოკატი ბექა ბასილაიაც არის. როგორც “ინტერპრესნიუსს” ბასილაიას ერთ-ერთმა კოლეგამ განუცხადა, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ დანიშნულა.

ცნობისთვის, გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

იპნ