რუსთაველზე აქციაზე დაკავებულ ქალს 1.100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

რუსთაველზე აქციაზე დაკავებულ ქალს 1.100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდესრუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ერთ-ერთ ქალს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, სასამართლომ 1.100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

დაკავებულმა პირმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას სიმსივნე ჰქონდა. ამის შემდეგ ის სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.