რუსთავი-თბილისის ავტობანზე მერსედესი მიკროავტობუსს დაეჯახა – 4 ადამიანი დაშავდა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მერსედესი მიკროავტობუსს დაეჯახა - 4 ადამიანი დაშავდაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე.

ერთმანეთს მერსედესის მარკის ავტომობილი და დისტრიბუციის მიკროავტობუსი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცონო დახმარების 3 და საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი. დაშავებულები კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფორუსთავი