საგარეჯოში 14 წლის გოგოს გატაცებისა და გაუპატიურების საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს

საგარეჯოში 14 წლის გოგოს გატაცებისა და გაუპატიურების საქმეზე ძებნილი პირი დააკავესპოლიციამ თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა.

“კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა.

2015 წლის 09 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში

2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ. ბ. მოიტაცეს, საქმეზე გამოკითხულმა ლ. ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.

მიმდინარე წლის 9 ივნისს, პოლიციამ ძებნილი ქ.ბ. დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.