საქართველოს პრეზიდენტმა ახალი პროფესია შეითავსა – სალომე ზურაბიშვილი „რეკლამისტობით“ დაკავდა და ამის შესახებ მან თავად განაცხადა.
„ჩემი განწყობაა, რომ ამ რეგიონს აქვს პოტენციალი და მე მგონი, ძალიან მიმზიდველი ტურიზმებისთვის. მე ვთვლი, რომ ნებისმიერირ ჩემი გასვლა, ჩემი ვიზიტი უცხოეთში, ჩემი აქ ჩამოსვლა ასევე, არის, ერთ-ერთი ფორმა რეკლამის. მე ვთვლი, რომ ვარ ძალიან კარგი რეკლამისტი“, – ეს განცხადება ზურაბიშვილმა ამბროლაურში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ „მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალზე“ გააკეთა.
ნიუპოსტი

