სალომე ზურაბიშვილი რუსეთის წინააღმდეგ – “აქ მართლმადიდებლური არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია”

თბილისში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას საქართველოს პრეზიდენტი სკანდალური განცხადებიტ ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის თქმით ოკუპანტთან არანაირი მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა არ შეიძლება არსებობდეს:
„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა ???? რას ნიშნავს ? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყნის შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქყვენის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას , საკუთარ დედმამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართულ ეკლესიების აღდგენას !!!!

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისვის ჩვეულებრივი ხერხი, ესეიგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია !

და თუ ეს ასეა ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“- წერს სალომე ზურაბიშვილი.