შალვა ნათელაშვილი – „მიტინგზე ჩემთვის ბოთლის მსროლელი „იმედს“ მოუყვანია“

შალვა ნათელაშვილი - „მიტინგზე ჩემთვის ბოთლის მსროლელი „იმედს“ მოუყვანია“„აგერ ახლა წავაწყდი ტელეკომპანია „იმედის“ გადაღებულ ამ დაუვიწყარ კადრს. როგორც გაირკვა ბოთლის მსროლელიც ამ ტელევიზიას მოუყვანია მიტინგზე რა თქმა უნდა უშიშროების კანტორიდან. ეს არაფერია. უბრალოდ გამახსენდა 2007 წლის 7 ნოემბერი, ზუსტად „იმედის“ კამერა როგორც კი მოვიდა ოფისში მაშინ დაიწყო სპეცოპერაცია ჩემს ოჯახში და პარტიის ოფისში. რას წარმოვიდგენდი, რომ პატარკაციშვილის ოჯახი გაურიგდებოდა თავიაანთი მამის მკვლელ ივანიშვილს, ტელეკომპანია იმედი რომლის დაცვის გამო მკლავდნენ, 25 წელს მისჯიდნენ, გულის ოპერაციას მიკეთებდნენ და ცოლ-შვილს მიწიოკებდნენ, გახდებოდა ივანიშვილის ზონდერ-მასმედია, პენსიონერთა მძარცველი ბანკირ რუხაძის უნიტაზი და მათი გადამღები ჯგუფი ჩემთან გამოეშურებოდა ბოთლის სასროლი იმპოტენტური სპეცოპერაციის გადასაღებად“. – წერს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი.