შეკვეთილში ივანიშვილის სახლს მომიტინგეები მიადგნენ – ”გადადგეს გახარია!”

შეკვეთილში ივანიშვილის სახლს მომიტინგეები მიადგნენ - ”გადადგეს გახარია!”შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ.

ადგილზე პოლიციელების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. მთავარი მესიჯი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. ბიძინა ივანიშვილის სახლთან რამდენიმე მათგანი შიმშილობას აპირებს.

რუსთავი 2