სოფიო ქაცარავა – ”სხდომაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მივცემდი ხმას. გახარია არ უნდა გადადგეს!”

სოფიო ქაცარავა - ”სხდომაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მელიას იმუნიტეტის შეჩერებას მივცემდი ხმას. გახარია არ უნდა გადადგეს!”თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს! – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

„ არ ვარ საქართველოში, სტარსბურგში ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩემი გამოცდილებით, ყველაზე მძიმე და დამღლელი სესიაა, რაშიც კი მიმიღია მონაწილეობა (მიზეზები გასაგებია). მაგრამ ახლა სხვა რამის დაწერა მინდა: თბილისში სესიაზე რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივცემდი ხმას მელიასთვის მანდატის დროებით შეჩერებას და მეორე – სრულად ვუჭერ მხარს გიორგი გახარიას და ის არ უნდა გადადგეს! #სოლიდარობაჩემსგუნდს“, – წერს ქაცარავა.

იპნ