სვანეთში 12 წლის გოგონას მამა, დავით გაბლიანი, შემოაკვდა

სვანეთში 12 წლის გოგონას მამა, დავით გაბლიანი, შემოაკვდა“სვანეთინიუსის” ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემში შემთხვევით 12 წლის გოგონამ მამა სასიკვდილოდ დაჭრა.

როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ხაიშის თემში ოთარ ჭკადუა აცხადებს, ბავშვი ცეცხლსასროლი იარაღით, კერძოდ თოფით თამაშობდა, როდესაც მამის მიმართულებით შემთხვევითი გასროლა მოახდინა.

გარდაცვლილი 51 წლის დავით გაბლიანია. დავით გაბლიანი იდლიანის საშუალო სკოლაში ისტორიის პედაგოგი იყო.

ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელიც მომხდარის დეტალებს აზუსტებს.

ნიუპოსტი