„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ მაისურებით „გახარია წადი“

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ  მაისურებით „გახარია წადი“შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით რესპუბლიკის მოედანზე აქციის მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ. მათ რამდენიმე წუთის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები შეუერთდნენ. ისინი ცოტა ხანში თავისუფლების მოედნისკენ „თავისუფლების მარშსს“ გამართავენ.

აქციის მონაწილეებს თეთრი მაისურები აცვიათ წარწერით- „გახარია წადი”, “რუსეთი ოკუპანტია”. დემონსტრანტებს წინ ბაიკერები გაუძღვებიან.

იპნ