“თბილისი პრაიდი” მაინც ჩატარდება

"თბილისი პრაიდი" მაინც ჩატარდება“თბილისი პრაიდი” ჩატარდება. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღონისძიებები არ გაუქმდება. ამასთან დაკავშირებით “თბილისი პრაიდი” უახლოეს პერიოდში განცხადებასაც გაავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია, ღონისძიებების გამართვის ზუსტი ლოკაცია.

გაიმართებოდა თუ არა “თბილისი პრაიდი”, ორგანიზატორებს დღეს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. მთავარ პრობლემად კვლავ მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხი რჩება. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ღონისძიებები არ გაუქმდება.

დაანონსებულია „ღირსების მარშიც“, რომელიც მთავარ პრობლემად სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ლევან ვასაძემ და მისმა მხარდამჭერებმა გარკვეულ გეგმებზე უკან დაიხიეს, პრაიდის ორგანიზატორები მათი მხრიდან ძალადობას არ გამორიცხავენ.