თბილისის ზღვაზე 23 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 23 წლის ბიჭი დაიხრჩოთბილისის ზღვაზე, Gino Paradise – ს მიმდებარედ 23 წლის ბიჭი დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.