თინა ბოკუჩავა – „ივანიშვილი მინისტრად პირად სტომატოლოგს ნიშნავს“

თინა ბოკუჩავა - „ივანიშვილი მინისტრად პირად სტომატოლოგს ნიშნავს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი ქვეყანას უყურებს, არა როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც თავის პირად პროექტს და ამ პრინციპით ახორციელებს საკანდრო ცვლილებებსაც. აღნიშნული განცხადება ბოკუჩავამ ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მოსალოდნელ გადაყენებაზე და მისი ეკა ტიკარაძით ჩანაცვლებაზე გააკეთა, რომელიც სერგეენკოს მსგავსად მინისტრის პოსტზე საჩხერის კლინიკის დირექტორობიდან მოდის. ბოკუჩავას თქმით სერგეენკოს შესახებ არსებობს კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ეჭვიც, რაც გამორიცხული არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნების” სამარკო ნიშანი სწორედ კორუფცია და ნეპოტიზმია.
“ივანიშვილმა საკუთარი ექიმი ახლა ჩაანაცვლა საკუთარი სტომატოლოგით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე,რომ ეს ადამიანი ქვეყანას არ უყურებს როგორც სახელმწიფოს, არამედ როგორც თავის პირად პროექტს, სადაც შეუძლია რომ საკუთარი გარემოცვა დანიშნოს და მოხსნას ისე,რომ არ გაითვალისწინოს ქვეყნის ინტერესები. კონკრეტულად სერგეენკოზე არსებობს გარკვეული ეჭვები თითქოს ის კორუფციულ სქემებში იყო ჩართული, რასაც ასევე არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი გახდა სწორედ ნეპოტიზმი კორუფცია საკუთარ ჯიბეზე ზრუნვა ნაცვლად მოსახლეობაზე ზრუნვისა.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.