ტომას მიულერმა ჩინეთში თამაშზე უარი თქვა

ტომას მიულერმა ჩინეთში თამაშზე უარი თქვატომას მიულერს ჩინეთში სათამაშოდ ეპატიჟებოდნენ და ერთ-ერთმა გუნდმა მას კოლოსალური ანაზღაურება შესთავაზა წელიწადში 30 მილიონი ევროს სახით, მაგრამ მიულერმა ამ წინადადებაზე უარი თქვა და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ის ბაიერნთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

მიულერის თქმით მას ბაიერნში სურს კარიერის დასრულება და სხვა გუნდზე ის საერთოდ არ ფიქრობს. ტომას მიულერმა მთელი კარიერა ბაიერნში გაატარა და ამ გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, თუმცა ბოლო წლების მანძილზე მას ხშირად აკრიტიკებენ არასტაბილურობის გამო.