ცოტნე გამსახურდია ლევან ვასაძეზე – “ვითომ საფრთხობელას როლი მისცეს გრუში 2020 არჩევნების წინ?”

ლევან ვასაძის მიერ თბილისის რაზმებით გაკონტროლების იდეას ცოტნე გამსახურდია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

“ვითომ საფრთხობელას როლი მისცეს გრუში 2020 არჩევნების წინ? ოღონდ ეს არა და ისევ ბიძინე დარჩესო?!

აუცილებლად, აუცილებლად, აუცილებლად!
ჩემი აზრით, ახლა ოპოზიციამ,მათ შორის ყველაზე უფრო მეტად – ნაცმოძრაობის ორბიტაზე მყოფმა, უნდა იტვირთოს და გაიაროს კათარზისი და რებრენდინგი, დაარწმუნოს ხალხი, რომ უარს ამბობს წარსულის ნეგატივზე და აქცენტს გააკეთებს მხოლოდ მემკვიდრეობის საუკეთესო ნაწილზე, წარსული შეცდომების, თუ დანაშაულისა და ზღვარგადასულობის ფაქტების გააზრებით, აღიარებით და მათგან გამიჯვნით აჩვენოს საზოგადოებას, რომ უკეთესისკენ ცვლილება მხოლოდ მიკროფონთან არ ხდება! მეტნაკლებად მოაზროვნე ნაწილს არც ის პოზიტივი დავიწყებია, ქვეყნის ნულიდან, თავიდან შექმნა, რასაც მაშინ, ავტორიტარული გამოხტომების გამო არ და ვეღარ ვამჩნევდით…

თორემ დარჩა ეს ქვეყანა რუსეთის გენშტაბს ამდენ კინკლაობაში!!!

პ.ს. ოპოზიციამ უნდა ჩამოიცილოს ან ადგილი მიუჩინოს რომის პაპზე უფრო კათოლიკურ ბიდლოს, რომელიც მეტს აკარგინებს, ვიდრე ასარგებლებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას…”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019