წყალტუბოში სალომე ჯიმშელეიშვილმა ვატო ჟორჟოლიანის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი – ვიდეო

წყალტუბოში სალომე ჯიმშელეიშვილმა ვატო ჟორჟოლიანის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი - ვიდეოწყალტუბოში მომხდარი სუიციდის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი – გოგონა, რომელმაც შეყვარებულის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო, სალომე ჯიმშელეიშვილია.

თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მან მეგობარს უთხრა, რომ შეყვარებულის მეგობრების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.

– გარდაცვლილი ბიჭის მეგობრებმა სოციალურ ქსელში „ჩატი“ გააკეთეს, რათა მეგობრის საფლავზე გასვლის თარიღების შესახებ ინფორმაცია გაეცვალათ. ავარიაში დაღუპული ბიჭის სოციალური ქსელით  გოგონაც სარგებლობდა და მან შეყვარებულის მეგობრების მიმოწერა წაიკითხა, სადაც მასზე ქილიკობდნენ და წერდნენ, რომ გოგონა 26 წლის დაღუპულ ბიჭს აღარ გლოვობდა. ერთ-ერთი  სარკაზმით წერდა, მეშინია, თავი არ მოიკლას დარდითო, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ გოგონას მეგობარმა.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საფლავზე თვითმკვლელობამდე გოგონამ შეყვარებულის საფლავზე რამდენიმე დღით ადრე თვითმკვლელობის მიზნით დიდი რაოდენობის წამალი დალია, თუმცა მაშინ გადარჩა…

ორი თვის წინ ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში გოგონას შეყვარებული, ვატო ჟორჟოლიანი ავტოავარიაში დაიღუპა.

სოციალურ ქსელში წყვილის ცეკვის ემოციური ვიდეო გავრცელდა.

პალიტრავიდეო