დეკანოზი ილია ჭიღლაძე ლევან ვასაძის და სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ განცხადებებს ეხმიანება.
„ვასაძე და მისი მიმდევრები ქვეყნის ამოტრიალებას ცდილობენ. უზნეოები ზნეობას როგორ დაიცავენ? თუ მხოლოდ უკანალის დაცვაა ზნეობა?“- წერდ მამა ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 16 ივნისს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებს “თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმა გააცნო. მან მოუწოდა მოხალისეებს გაერთიანდნენ სახალხო ლეგიონში და არ მისცენ პრაიდის მონაწილეებს 18-23 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების საშუალება. დედაქალაქში პატრულირებას ლეგიონი 18 ივნისიდან აპირებს. მათი თქმით, ისინი შეეწინააღმდეგებიან პოლიციასაც თუ სამართალდამცავები მათ პატრულიტრების საშუალებას არ მისცემენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო 223-ე მუხლით, რაც უკანონო ფორმირებების შექმნას და მასში გაწევრიანებას გულისხმობს.

