ვერის ბაღთან, სადაც ლევან ვასაძე მხარდამჭერებს უნდა შეხვდეს, პოლიციაა მობილიზებული

ვერის ბაღთან, სადაც ლევან ვასაძე მხარდამჭერებს უნდა შეხვდეს, პოლიციაა მობილიზებულივერის ბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებს უნდა შეხვდეს, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ადგილზე რამდენიმე ათეული პოლიციელი იმყოფება. შეხვედრის დაწყება, რომელიც „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ იმართება, 20:00 საათზე იგეგმება.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ შეხვედრა გუშინ დაანონსა. მისი თქმით, შეხვედრაზე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას განიხილავენ.