“ვინც დაგეგმა ეს სისხლიანი ღამე, ვინც გაბედა და ბავშვებს ესროლა…” – საპროტესტო აქციაზე  მაკა ჩიჩუა მივიდა

"ვინც დაგეგმა ეს სისხლიანი ღამე, ვინც გაბედა და ბავშვებს ესროლა..." - საპროტესტო აქციაზე  მაკა ჩიჩუა მივიდაპარლამენტის შენობასთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა.
“პარლამენტის დარბაზში, სპიკერის სკამზე არ უნდა იჯდეს რუსი და ამის შემდეგ რა ხდება, მივდივარ, ვაპროტესტებ, სუფთა ხელებით, ვარ 18 წლის და მესვრიან… მე რაც ვნახე სისხლში ამოსვრილი, სრულიად ახალგაზრდა ადამიანები, რომლებსაც არ ქონიათ ის განზრახვა, რომ ვინმე მოეკლათ ან რამე გაეფუჭებინათ, ეს არის უმძიმესი… მე აქ მოვედი როგორც დედა და როგორც მოქალაქე, ეს ჩემთვის საზარელია.“- განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

ყოფილმა პირველმა ლედიმ ხელისუფლების იმ წევრების მიერ თანამდებობის დატოვების აუცილებლობაზეც ისაუბრა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ სისხლიან ღამეზე:

„ვინც დაგეგმა ეს სისხლიანი ღამე, ვინც გაბედა და ბავშვებს ესროლა, თუ ვერ ვახერხებ რომ გავუძღვე ჩემს საქმეს პატიოსნად, წესიერად და კანონის ფარგლებში უნდა დავტოვო პოსტი“- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.