ზაზა სარალიძე – “ნიკა გვარამიას განცხადებას ვუერთდები და ამ სიამოვნებას მას დავუტოვებ”

ზაზა სარალიძე - "ნიკა გვარამიას განცხადებას ვუერთდები და ამ სიამოვნებას მას დავუტოვებ"ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძე გადაცემა “პირველებში” ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის უერთდება გვარამიას გამოწვევას და მზად არის “კვირის აქცენტების” ეთერში ყველა დეტალზე ისაუბროს.

“მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ ღრმა დეტალებზე არ ვისაუბრებ თქვენი ეთერით. ამ სიამოვნებას დავუტოვებ ნიკა გვარამიას და ვუერთდები მის გამოწვევას. “კვირის აქცენტებში” გამოძებნოს ჩემი ადგილიც და აუცილებლად ვისაუბრებ ყველა დეტალზე. ვინ რა გააკეთა და ვინ რა დააშავა ამ საქმეში” – აღნიშნა სარალიძემ.

ნიკა გვარამია – ”მე გეტყვით, რატომ აღარ ელაპარაკება ზაზა სარალიძე რუსთავი 2-ს და რატომ ელაპარაკება ტვ იმედს”