ზუგდიდში ავარიის შედეგად მანქანა ამობრუნდა – 2 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდში ავარიის შედეგად მანქანა ამობრუნდა - 2 ადამიანი დაშავდაზუგდიდის ცენტრალურ მოედანთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ამობრუნდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულებს შესაბამისი კვლევები და მკურნალობა უტარდებათ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იპნ