გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა საცხოვრებელ კორპუსში მე-6 სართულზე მოხდა. მოკლულია ორი მამაკაცი. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით, მოხდა.
“კურიერის” ინფორმაციით, პირმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ტერიტორია უკანა გასასვლელიდან დატოვა. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთი კომერციული ობიექტის კამერამ დააფიქსირა, თუმცა შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
მიმდინარეობს ეჭვმიტანილი პირის იდენტიფიცირება. ცხედრები პროზექტურაში ამ დრომდე არ გადაუსვენებიათ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც შს სამინისტროში “ინტერპრესნიუსს ” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

