ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო – დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ წინასწარ პატიმრობაში მყოფები

საზღვარგარეთ ხშირი სიარული ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაცნობების წრის ყოლა არანაირად არ გამოდგება წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის ან მისჯის დასასაბუთებლად

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო - დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ წინასწარ პატიმრობაში მყოფები„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ წინასწარი პატიმრობა აღმკვეთი ღონისძიების უკიდურესი ზომაა (a measure of last resort) და ინდივიდუალური გარემოებებით კარგად უნდა იყოს დასაბუთებული. დაუშვებელია, სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა.

ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე ან ისეთი ზოგადი მცნებები, როგორიცაა გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მოწმეებზე ზემოქმედება ან მიმალვა არ და ვერ გამოდგება წინასწარი პატიმრობის საფუძვლად, თუ კონკრეტული ინდივიდუალი გარემოებებით არაა გამყარებული.

საზღვარგარეთ ხშირი სიარული ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაცნობების წრის ყოლა არანაირად არ გამოდგება წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის ან მისჯის დასასაბუთებლად. ყველა აქციის მონაწილე, ვისაც ინდივიდუალური გარემოებების დასაბუთების გარეშე აღეკვეთა თავისუფლება, დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდნენ წინაწარი პატიმრობიდან გამოძიების მიმდინარეობის დროს. ასეთია სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტი და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ“, – წერს გიორგი გოგია სოციალურ ქსელში.