ახტალაში 22 წლის გიორგი მაისურაძე ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს – „გვითხრა, მეგობართან სტუმრად მივდივარო”

ახტალაში 22 წლის გიორგი მაისურაძე ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს - „გვითხრა, მეგობართან სტუმრად მივდივარო"ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 22 წლის გიორგი მაისურაძეა.

ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ცხოვრობდა. თანასოფლელები მას კეთილშობილ და მშრომელ ახალგაზრდად ახასიათებენ.

ახლობლების ინფორმაციით, ის თბილისში, სხვა თანასოფლელ ახალგაზრდებთან ერთად საზამთროს ყიდდა.

ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დღეს დილით, მან სახლი ყოველგვარი აღელვების გარეშე დატოვა.

„გვითხრა, მეგობართან სტუმრად მივდივარო, ნერვიულობის არაფერი ეტყობოდა“, – თქვა გარდაცვლილის მამამ, კობა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, გურჯაანში კურორტ „ახტალას“ ტერიტორიაზე ხეზე ჩამოკიდებული ახალგაზრდა მამაკაცი გამვლელმა ნახა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი